ინტეგრირებული გაკვეთილები


                                                           გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: თინათინ ცერცვაძე                       პ/ნ: 01019040755
საგანი/საგნები
მუსიკა და ისტორია
მუსიკა/ისტორია
კლასი: VII1
გაკვეთილის ტიპი
სამოდელო/ინტეგრირებული გაკვეთილი
თემა: ძველი ჩინეთის მუსიკალური კულტურა და რელიგია
დრო 45  წთ.
მოსწავლეთა პროფილი: 29 მოსწავლე /სსმმ არცერთი/

გაკვეთილის მიზანი:
      მოსწავლეები  გაეცნობიან  ჩინეთის მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და ხალხურ შემოქმედებას; მათი შექმნისა და შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ კონტექსტებს;
        მოსწავლეებმა შეძლონ ერთი საგნის/თემის (ძველი ჩინეთის მუსიკალური კულტურა)  დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან (ძველი ჩინეთის რელიგია),  რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანასტრანსფერს
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:      მუსიკა
მუს.VII.7. მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
·         ადარებს ერთი და იმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებს, საუბრობს მათ დამახასიათებელ ნიშნებზე
·         ადარებს ერთი და იმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებს;
მუს.VII.8. მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
·         მსჯელობს მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში
·         მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით;

ეროვნული სასწავლო გაგმის სტანდარტი:      ისტორია
ისტ. VII 4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

·         ადარებს ორ წყაროს, რომლებიც განსხვავებულად აფასებენ ერთი და იმავე ისტორიული პიროვნების მოღვაწეობას. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ამ განსხვავბული ინტერპრეტაციის მიზეზებთან დაკავშირებით;
ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კლასში მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენდა რელიგია ოჯახურ  ყოფაზე ადრე და რა გავლენას ახდენს იგი დღეს; 
·         რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარი:
    ძველი ჩინეთის ისტორია და რელიგია.
   მოსწავლეებს მიცემული ჰქონდათ დავალება, მოეძიებინათ ინფორმაცია ჩინეთის უძველეს არქიტექტურული ძეგლების, იმპერატორთა სასახლეების, მუზეუმების, ტაძრების შესახებ, დაეთვალიერებინათ ინტერნეტის საშუალებით და  მოეთხროთ მათზე შთაბეჭდილება კლასში.  
   მოსწავლეებს შეუძლიათ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის დახარისხება, საკუთარი მოსაზრების დასაბუთება, ყურადღების კონცენტრირება, აქვთ მსჯელობის უნარი.


შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი შეფასება; თვითშეფასების ბარათები; ურთიერთშეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალები და რესურსები:
წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო და ვიდეო მასალა,პატარა ბარათები,  ფლიბჩარტი; მარკერები, კალამი, ფურცლები

აქტივობა N1
(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
აქტივობა: დემონსტრირება
ორგანიზაციის ფორმა: მთელი კლასი
ხანგრძლივობა: 3 წთ
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ გაიაზროს რას გააკეთებს გაკვეთილის განმავლობაში და როგორ ფასდება იგი.
აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს . აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას სასკოლო ჟურნალში. გააცნობს გაკვეთილის მიზანს, აქტივობებს  და ამ აქტივობების შესაბამის შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობა N2
(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
აქტივობა: ვიდეოს სლაიდის ჩვენება,,გამონათქვამები მუსიკაზე“
ორგანიზაციის ფორმა: მთელი კლასი
ხანგრძლივობა: 3 წთ.

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა პროვოცირება
აქტივობის აღწერა:
მუსიკის ფონზე (фр. Paule de Senneville) პროექტორის საშუალებით, ეკრანზე მასწავლებელი გაუშვებს მომზადებულ ვიდეო-სლაიდს ,,გამონათქვამები მუსიკაზე“.  მოსწავლეებს სთხოვს, მიაქციონ ყურადღება, შეძლებისდაგავრად დაიმახსოვრონ მოკლე გამონათქვამები და აღნიშნონ, თუ რომელიმე მათთვის ცნობილი იქნება.
აქტივობა N3
(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
აქტივობა: კითხვების დასმა
ორგანიზაციის ფორმა: მთელი კლასი
ხანგრძლივობა: 4 წთ.

აქტივობის მიზანი:
ბავშვების ინტერესის გაღვივება საკითხის მიმართ, წინარე ცოდნის გააქტიურება და ახალ მასალაზე გადასასვლელად ნიადაგის მომზადება.
აქტივობის აღწერა:
·         რა იცით ძველი ჩინეთის შესახებ ისტორიიდან?
·         რომელ კულტურულ პერიოდს გამოყოფთ დინასტიების მმართველობიდან?
·         რა როლს ასრულებს მუსიკა რელიგიაში?
აქტივობა N4
(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
აქტივობა: ჯგუფური მუშაობა
 თანამშრომლობითი სწავლება - ტექსტის დახარისხება  
ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფური
ხანგრძლივობა: 15 წ
აქტივობის მიზანი:
აქტივობის მიზანია მოსწავლეებში ხელი შეეწყოს თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას .  მოსწავლემ შეძლოს ტექსტში მოცემული ინფორმაციიის გაგება-გააზრება და დავალებების შესრულება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს შერჩევითი პრინციპით გაანაწილებს გაანაწილებს ხუთ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ექნება  შემდეგი დავალება:
1.      წაიკითხონ გაკვეთილი მუსიკის წიგნიდან- ჩინური მუსიკა(გვ.53-55) და გაიხსენონ გაკვეთილი ისტორიიდან-ძველი ჩინეთი და ჩინეთი შუა საუკუნეებში (გვ.24-26 და გვ. 234).  (ჯგუფის წევრები დაინაწილებენ აღნიშნულ მასალას). ფლიფჩარტებზე იქნება წინასწარ გამზადებული თემა სურათების ან ნახატის სახით, თითოეული ჯგუფისთვის სხვადახვა. მასწავლებლის ჩანაფიქრით:
                              1 ჯგუფის თემა: პენტატონიკა
                              2 ჯგუფის თემა: მუსიკის მაგიური ძალა
                              3 ჯგუფის თემა: კონფუცი
                              4 ჯგუფის თემა: ჩინური საკრავები
                              5 ჯგუფია თემა: ჩინეთში ბეჭდვის ტრადიცია
2.      მოსწავლეებმა ფლიფჩარტზე გამზადებული  ფოტოების მეშვეობით უნდა ამოიცნონ წაკითხული ახალი ტექსტიდან მონაკვეთები, იმსჯელონ ჯგუფებში მიცემულ დავალებაზე, დაასათაურონ თემა და შექმნან ამოცნობილ თემაზე პრეზენტაციისათვის წარსადგენი პროდუქტი.
ჯაგუფური მუშაობს დროს მასწავლებელი ჩართავს აუდიო მოსასმენ კომპოზიციებს (დ. შოსტაკოვიჩის ,,ვალსი #2“ და ფ. შუბერტის ,,სერენადა“),  რის ფონზეც მოსწავლეები შეასრულებენ ჯგუფურ სამუშაოს.
აქტივობა N5
(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
აქტივობა: პრეზენტაცია
ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფების მიერ შექმნილი პროდუქტის პრეზენტაცია
ხანგრძლივობა: 10 წთ
აქტივობის მიზანი:
აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ ჯგუფის ნამუშევრების პრეზენტაცია კლასის წინაშე.
აქტივობის აღწერა:
თითოეული ჯგუფი დაფაზე თვალსაჩინოდ გააკრავს შექმნილ პროდუქტს და გააცნობს მთელ კლასს; (თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციისთვის ეძლევა 2-2წთ.  ) ჯგუფებს ექნება მაგიდებზე წინასწარ გამზადებული ურთიერთშეფასების რუბრიკები. ჯგუფები შემდეგი პრინციპით შეაფასებენ ერთმანეთს. გააკეთებენ ჩანიშვნებს, რასაც წარმოადგენენ შეფასების ფაზაში.
პირველი ჯგუფი შეაფასებს მეორე ჯგუფს
მეორე-მესამეს
მესამე-მეოთხეს
მეოთხე- მეხუთეს
მეხუთე -პირველს
აქტივობა N6
(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
აქტივობა: მოვისმინოთ მუსიკა
მთელი კლასი
დრო3 წთ.
აქტივობის მიზანი:
მუსიკალური მიმდინარეობის წარმოდგენა მოცემული თემის მიზნით. მოსწავლემ მოისმინოს ჩინური და კორეული მუსიკა და შეადაროს ერთმანეთს.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს მოასმენინებს ტრადიციულ ჩინურ ინსტრუმენტულ მუსიკას (ფლეიტა, ციტრა, ერხუ -საკრავების გამოყენებით) და კორეულ ტრადიციულ მუსიკას. თხოვს ზეპირად, ვერბალურად, მოკლედ  დაახასიათონ და გადმოსცენ მათი განწყობა მოსმენილი მუსიკის შესახებ.
აქტივობა N7
(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)
აქტივობა: განმავითარებელი შეფასება -ურთიერთშეფასება - გაკვეთილის შეფასება
სტრატეგია  ,,გაკვეთილის ჰიტი“
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური
ხანგრძლივობა: 5 წთ.
აქტივობის მიზანი:
აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა შეაფასონ ერთმანეთი.
 შეაფასონ გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები და თავიანთი მონაწილეობა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს გაკვეთილზე ჩართულობის რუბრიკით ( იხ. დანართი 1)
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფური მუშაობის დროს შევსებულ ურთიერთ შეფასების რუბრიკებს (იხ. დანართი 2). 
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ბარათებს ანიმაციით ,,რა მიმაქვს?“,. მოსწავლეებმა უნდა დაწერონ , თუ რა ასწავლა და გააგებინა ამ კონკრეტულმა გაკვეთილმა, რა დაამხსოვრდებათ მათ, როცა კლასის კარებს გაიხურავენ. ( იხ. დანართი 3)
აქტივობა # 8                        საშინაო დავალება
                                                მთელი კლასი                       2 წთ
აქტივობის მიზანი:            მოსწავლემ მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი
                                                         აქტივობის აღწერა:
·         მასწავლებელი მოსწავლეებს მიცემს დავალებას, მუსიკის წიგნიდან                                                                                                                 (გვ.55  )  ამოიწეროს ის ჩინური საკრავები, რომლებიც ქართულ ხალხურ                   საკრავებს მოგვაგონებს.
·         დაწერონ ესსე, როგორ დაეხმარება ჩინეთის ქვეყნის რელიგიისა და მუსიკალური კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს
·         მოიძიონ კონფუცის რელიგიის გავლენა ისტორიულ მოვლენებზე.
                                          
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლები  გაეცნენ  ჩინეთის მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და ხალხურ შემოქმედებას; იმსჯელეს მათი შექმნისა და შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ კონტექსტებზე.  მოსწავლეებმა მოახდინეს  ერთი საგნის/თემის (ძველი ჩინეთის მუსიკალური კულტურა)  დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან (ძველი ჩინეთის რელიგია)
შეფასება: განმავითარებელი    მოსწავლეები გაკვეთილის პროცესში გამოყენებული აქტივობების შესაბამისად შეფასდებიან შემდეგი რუბრიკებით:
ჩართულობის შეფასების რუბრიკა(დანართი 1)                                                            ჯგუფური მუშაობის ურთიერთშეფასების რუბრიკა   (დანართი 2)
თვითშეფასების ბარათები (დანართი 3)
ურთიერთშეფასების აქტივობის გამოყენების დადებითი ასპექტებია:
§  მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიზის, შეფასების, კრიტიკული აზროვნების უნარები;
§  საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას,  უკუკავშირი გაიცემა არა მარტო მასწავლებლის, არამედ თანატოლის მიერ;
§  მოსწავლეები ეცნობიან შეფასების კრიტერიუმებს და თვითონვე იყენებენ მას,  
§  მოსწავლეები ეჩვევიან ობიექტურობას. იციან, რომ აუცილებლად მოუწევთ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება;
§  იზრდება მოტივაცია, ხალისი და შესაძლებელია მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა





განმავითარებელი შეფასების რუბრიკა(დანართი  1)         ჩართულობა
1
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი მაღალია.
დიახ
არა
ნაწილობრივ
2
ადეკვატურად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.  იჩენს ინტერესს თემისადმი, საჭირო კომენტარებითა და აზრის გამოთქმით.



3
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს, უკავშირებს ნასწავლს ახალ მასალას.



4
მსჯელობს და აკავშირებს საგნების თემებს ერთმანეთთან.




ჯგუფების ურთიერთშეფასების რუბრიკის  ფორმა  ( დანართი 2)
კლასი  :

ჯგუფი სახელი :

თემა:

დავალების პირობა :

 შეფასების კრიტერიუმები                        ქულები                                         კომენტარი
                                                                     (   0-1-2  )
თემის შესაბამისობა
დავალებასთან
სათქმელის ნათლად და
გასაგებად გადმოცემა
გაკვეთილში არსებული ახალი
ტერმინების გამოყენება
კითხვებზე ადეკვატური
პასუხების გაცემა
დროის ლიმიტის დაცვა (2 წთ)

Комментариев нет:

Отправить комментарий